ბიბისის სტატიაში მოყვანილი მასალების ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ ოპოზიციის წევრებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აქციების დაშლისას აკრძალული ნივთიერებები და არალეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული.
საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას ტყუილს უწოდებენ ქართულ ოცნებაში, სადაც აცხადებენ, რომ მასალაში გადაუმოწმებელი ფაქტებია მოყვანილი.
