აშშ-ის სენატორი სტივ დეინსი მიესალმება ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები

30 მაისი 2025, 14:02 183 ნახვა

აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

როგორც დეინსი წერს, დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ.

ამავე განცხადების მიხედვით, სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.

"სენატორი დეინსი მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დღეს შეხვედრის შესაძლებლობით, რომელზეც განხილული იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში.

მან მტკიცედ წაახალისა საქართველო, იმუშაოს მჭიდროდ პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური და უსაფრთხოების საერთო ინტერესების წინსვლისთვის", - წერს სენატორი სტივ დეინსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი