თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს - შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2025, 12:04 145 ნახვა

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში სამართალდამცველებს მოუწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო.

„შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ. ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი