ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც.
ლევან იოსელიანის განცხადებით, პირველი ივნისი ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას.