საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

03 სექტემბერი 2025, 18:00 119 ნახვა

საქართველო პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის, ვანდერლასტის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა გამოცემის გვერდზე დაიწყო.

გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი.

ხმის მიცემა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პრესტიჟული დაჯილდოება ლონდონის ეროვნულ გალერეაში 5 ნოემბერს გაიმართება.

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები,რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია მკითხველების მიერ.

გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიისა და მდგრადი მოგზაურობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში