ვინ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის? - თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვე რჩება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნაწილი კი მკაფიო უარს აცხადებს.
დღევანდელი მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას სრულად გამორიცხავს “კოალიცია ცვლილებისთვის”, ასევე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”. მათი განცხადებით, ყველა, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილის “რეჟიმის თანამონაწილე” იქნება.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია.