ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ნიდერლანდების მმართველ კოალიციაში შემავალი თავისუფლების პარტიის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხეერტ ვილდერსის განცხადებით, მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვრების დახურვის შესახებ მისი წინადადება არ მიიღეს.
ვილდერსის პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის დატოვების შემდეგ ნიდერლანდებში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.