20 ივნისამდე უნდა გაირკვეს შევლენ თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატებზე უარი არ თქვეს თუმცა არც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულან.
პარალელურად, უკვე ისმის პოლიტიკური ბრალდებები ოპოზიციურ პარტიებს შორის, ვინ რატომ ან ვისი გადაწყვეტილებით ეთიშება ერთობას და გეგმავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
ქართული ოცნება ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ოპონენტებს ურჩევენ რომ გარე ფაქტორების ზეგავლენისგან განთავისუფლდნენ და თვითმმართველობის არჩევნებში თავიანთი პოლიტიკური ძალები მოსინჯონ, ვინ ვის დაუპირისპირდა ოპოზიციაში და ვის ააქვს კატეგორიულად გადაწყვეტილი უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.