საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

05 ივნისი 2025, 14:05 167 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საქმეზე - ,,გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დააკმაყოფილა.  საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, კერძო საკუთრებაში ჩხრეკის ან ამოღების დასრულებიდან 48 საათი შეიძლება ისე გავიდეს, რომ მესაკუთრეს, ბრალდებულს ან მათ ადვოკატს არ ჩაბარდეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც ეს ჩხრეკა ან ამოღება იქნა ცნობილი კანონიერად.

მოსარჩელე მხარე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე განმარტავდა, რომ  ასეთ პირობებში იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც ჩხრეკა ან ამოღება ჩატარდა, მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს იმ ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩხრეკა ან ამოღება კანონიერად მიიჩნია და წარადგინოს დასაბუთებული საჩივარი.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48 საათი უნდა აითვალოს არა ჩხრეკის ან მტკიცებულებების ამოღების დასრულებიდან, არამედ პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების ჩაბარების მომენტიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში