„შეეხე ისტორიას ხელებით“ - პროექტი

06 ივნისი 2025, 10:09 129 ნახვა

,,შეეხე ისტორიას ხელებით“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც გონიო აფსაროსის ციხეში გაიმართა. მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთა  ნამუშევრებიც გამოიფინა, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობა. 

დღის ბოლოს კი გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვეს.

ამავე პროექტის ფარგლებში გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ კომპლექსში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი „Hellados“ დადგეს.

პროექტს „შეეხე ისტორიას ხელებით“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში