„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ შვეიცარიის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით“ ნათქვამია და მოუწოდებენ საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ.
დიპლომატიური მისიის ამ განცხადებას წერილობითვე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის „მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით.