“მარადიულნი: ყველაფრიზმი” –ფილმის ჩვენება დღეს დედაქალაქში იმართება

09 ივნისი 2025, 20:04 81 ნახვა

“მარადიულნი: ყველაფრიზმი” – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ამ წუთებში დედაქალაქში იმართება.
პოეტის, მხატვრის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ფილმის ავტორი, ჟურნალისტი და წამყვანი ბერდია კუტუბიძეა.
მოთხრობილია ილია ზდანევიჩის ცხოვრებიდან ისეთი ფრაგმენტების შესახებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია მანამდე ცნობილი არ იყო.
ფილმში აღწერილია რამდენად დიდი როლი ითამაშა ზდანევიჩმა ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციაში. ხელოვანი 20-იან წლებში პარიზში მოღვაწეობდა და კოკო შანელთან თანამშრომლობდა.
ფილმის დოკუმენტურ მასალაში ცნობილი ადამიანების მიერ ზდანევიჩის შესახებ დაწერილ საუკეთესო შეფასებებსაც გაეცნობით.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში