''დრაკარა'' - მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა

11 ივნისი 2025, 14:08 564 ნახვა

ქედაში პირველი მაისის საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლის ნინო გურგენიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „დრაკარა“.

გამოფენაზე 30-მდე ნახატი წარადგინა, ამბობს, რომ   მისი ინსპირაციის წყარო ძირითადად ისტორიული და ფილმის პერსონაჟები არიან. ის ძირითადად პორტრეტებს ხატავს.

გამოფენაზე ახალგაზრდა ხელოვანმა თავისი შექმნილი წიგნიც წარადგინა, სადაც თავისი ნახატების შესახებ ჰყვება.

ღონისძიება სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში