თორნიკე შენგელია ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა

13 ივნისი 2025, 11:52 119 ნახვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია საშინაო გამარჯვებით დაიწყო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელებმა „ბრეშას“ უმასპინძლეს და 90:87 დაამარცხეს. მოგება მნიშვნელოვნად განაპირობა თორნიკე შენგელიას კარგმა თამაშმა. მან 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ამ მაჩვენებლებით კი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში, ხვალ გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში