საქართველოს საპენსიო ფონდი 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

13 ივნისი 2025, 14:28 188 ნახვა

საქართველოს საპენსიო ფონდი 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა. ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.

აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.

საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში