ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5000 მ³ ტევადობის სამარაგე რეზერვუარი გააუმჯობესებს ქალაქის ცენტრალური ნაწილისა და შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებას. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ასევე განხორციელდება წყალარინების „ა“ სატუმბი სადგურის მშენებლობა.
სამუშაოების ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო დასრულების ვადად განსაზღვრულია 18 თვე. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (kfw) მხარდაჭერით ხორციელდება.