ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დილით ირანის დარტყმების შედეგად 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. რაკეტის ნამსხვრევები ავტობუსის სადგომთან ჩამოვარდა. კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სარაკეტო თავდასხმის დროს თავშესაფრებში გადასვლისას დაცემის შედეგად დაშავდნენ. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან რაკეტების გაშვება დააფიქსირეს. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმშიც ისმოდა.
ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს. ისრაელი და ირანი მეხუთე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ.
ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი - 24.