„კოალიცია ცვლილებისთვის“ ბრიფინგი 

18 ივნისი 2025, 14:09 68 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელახლა არიან დაბარებულები ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. თემაზე ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას კომისიასთან.

გვარამია, რომელიც დაკავებულია, კომისიაზე ამჯერად დაბარებულია 2012-25 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების საქმეზე.

კომისიაზე მისვლას არ აპირებს არც მამუკა ხაზარაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში