დავით ბაციკაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

18 ივნისი 2025, 14:31 361 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

დავით ბაციკაძე, ასამბლეის ისტორიაში, პირველი ქართველია, ვინც ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრის ამ თანამდებობაზე პირველი ვადით არჩევის საკითხი, ბარსელონაში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამართულ ერა-ს ბიუროს სხდომასა და გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა.

ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში