ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ 

19 ივნისი 2025, 14:41 83 ნახვა

დღესვე ევროპარლამენტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი.  განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმების გამო.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას და აკრიტიკებს კორუფციის გამოძიებაში ჩარევას, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დეპუტატებმა დაგმეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმები, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური პროგრამების გამოყენება და დემოკრატიულ პროცესებს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
რეზოლუციაში აღნიშნულია უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტქი+ პირების უფლებების დაცვის გაუარესება. ევროპარლამენტმა გასცა მოწოდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შესახებ ევროკავშირის დონეზე. ანგარიშში საუბარია უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების სისტემურ დარღვევებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში