რომა ყაჭეიშვილის ნახატების გამოფენა ბათუმის თოჯინების თეატრში

22 ივნისი 2025, 12:05 116 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რომა ყაჭეიშვილის ნახატების გამოფენა და სპექტაკლ ,,ო-ჯახი”-ს  ჩვენება გაიმართა. 

მხატვარმა დამთვალიერებელს გრაფიკულ სტილში შესრულებული 10 ზე მეტი ნამუშევარი წარუდგინა. 

ამავე შინაარსის იყო სპექტაკლიც, ის რეჟისორების ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის  პირველი ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია, არსებობს დაწესებული ჩარჩოები და დოგმები.

სწორედ ამ ყოფაში იბადება გოგონა, რომელსაც მათ ცხოვრებაში შემოაქვს ფერი და არღვევს მიუღებლობის ყველანაირ ზღვარს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში