ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ, ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით, ან იორდანიით - ისრაელში საქართველოს საელჩო

23 ივნისი 2025, 14:03 189 ნახვა

ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ, ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით, ან იორდანიით, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„იორდანიის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing: 08:00-20:00, ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო გამშვები პუნქტებით. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ისრაელის დატოვების დროს მოქალაქე იხდის 122 შეკელს, რაც არის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელი. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ, აიღონ, თანხა შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. საზღვრიდან ამანამდე გადის ტაქსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი. The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით ორი საათის გზა, The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე კი, არის დაახლოებით ოთხი საათის გზა. ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით. გაფრთხილება: იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება, დისკომფორტი – დიდი რიგი.

ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით, ავტობუსით ან მატარებლით. ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე შეუძლიათ, აიღონ. ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი.  საზღვრიდან შარმელშეიხამდე გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი, გზა დაახლოებით 2.30 საათი. შარმელშეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში, არის პირდაპირი რეისები. დისკომფორტი – დიდი რიგი და ბევრი კითხვა ისრაელის მესაზღვრეებისგან და უსაფრთხოების ოფიცრებისგან“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი