აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან

25 ივნისი 2025, 11:01 98 ნახვა

აჭარის ტურისტულ პოტენციალს  უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე.

შეხვდნენ ქართველ კოლეგებსაც და განიხილეს  ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხი. ისინი მთიან აჭარასაც მოინახულებენ, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან.

უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

ინფოტურის მონაწილეები რეგიონში  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში