„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კერძოდ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.