პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა

27 ივნისი 2025, 12:01 95 ნახვა

პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება  განახორციელა. მათ შორის ცვლილებები შევიდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“. ზუსტდება ცილისწამების განმარტება და მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელს ეკისრება.

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე.

ერთ-ერთი ცვლილება არალეგალურ მიგრაციას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში