შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე დასასრულს უახლოვდება - ბათუმის მერია

27 ივნისი 2025, 18:28 157 ნახვა

დასრულების ფაზაშია შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე გაეცნო.

"აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკებს, სრულად განახლდა გარეგანათების ქსელი. 

ქუჩის უმეტეს ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია.

სამუშაოების ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში