შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია

27 ივნისი 2025, 20:06 150 ნახვა

დასრულების ფაზაშია შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე გაეცნო.

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკებს, სრულად განახლდა გარეგანათების ქსელი.

ქუჩის უმეტეს ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია. სამუშაოების ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში