მექსიკის საზღვაო ძალებმა გერეროს სანაპიროსთან საზღვაო პატრულირების დროს წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომელსაც დაახლოებით 3.5 ტონა კოკაინი გადაჰქონდა- საქმე მექსიკის გენერალურ პროკურატურას გადაეცა, რომელიც განსაზღვრავს სამართლებრივი წარმოების მიმდინარეობას და ჩაატარებს შემდგომ გამოძიებას. ხელისუფლების განცხადებით, კოკაინის კონფისკაცია კრიმინალური ორგანიზაციებისთვის 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს.