შეკვეთილში ატრაქციონების პარკი ციცინათელა გაიხსნა. განახლდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ ციცინათელას კონცეფციაც. შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, განახლდა მოსაცდელები, სრულად აღდგა დინოზავრების პარკი.
რეაბილიტირებულია კვების ობიექტები; კარტინგების ზონას კი დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები. ციცინათელას პარკში დაირგო ახალი მცენარეები. გამკაცრებულია პარკის უსაფრთხოების ზომები.