ელენე ხოშტარია შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს

29 ივნისი 2025, 19:56 104 ნახვა

იქ სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება მეორე დღეა შიმშილობს   „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. მან რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას უხსნის თუ რა არის მისი პროტესტის   განაცხადი. 
ხოშტარია  რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის  მიაჩნია, რომ საჭიროა არჩევნების დელეგიტიმაცია,  პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა,  პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით.   ამასთან მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებით ითხოვს  სიცხადეს.
მისი თქმით   რიგმა პარტიებმა პოზიცია  ამ საკითხზე დააფიქსირეს, თუმცა ელოდება , ნაწილის პასუხსაც. ამასთან  თავად ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ მედია საშუალებასთან თქვა , რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.  აქვე გეტყვით რომ    ელენე ხოშტარიას  პროტესტს გუშინ  გედევან ფოფხაძე   ,ასევე  სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი