მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში გაერო-ს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

30 ივნისი 2025, 10:33 128 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, სადაც გაერო-ს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

„აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმაზე და ფინანსების მობილიზებაზე მსჯელობს. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. კონფერენციას გახსნის ესპანეთის მეფე ფელიპე VI. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონულ როლზე და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით. ასევე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი