დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა მზად ვართ, ვიმოქმედოთ მის შესაბამისად - პრემიერი

30 ივნისი 2025, 13:06 64 ნახვა

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამარცხვინოა, თუმცა ეს ქვეყნების უფლებაა.

„ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი