გიდების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტში

01 ივლისი 2025, 10:55 197 ნახვა

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ტრენინგ-კურსის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.

სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი