საქართველო, როგორც მცირე ზომის, მაგრამ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა, მოცულობით ვერ შეეჯიბრება მასიური წარმოების მქონე სახელმწიფოებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხზე, უნიკალურობაზე და მდგრადობაზე. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სტრატეგია მიზნად ისახავს ნიშური და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, რაც გამოკვეთილად განასხვავებს ქართულ აგროსექტორს გლობალურ ბაზარზე - განაცხადა დავით სონღულაშვილმა რომში, FAO-ს 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მონაწილეობს.