საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა

04 დეკემბერი 2025, 14:46 86 ნახვა

პარტია გახარია საქართველოს წევრები, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს უახლოეს სხდომაზე მიმართავენ.

მათი განცხადებით, დღის წესრიგში დგება დამოუკიდებელი და საერთაშორისო გამოძიების დაწყება და საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში