ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს.
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები
პროცედურების დეტალური აღწერილობა იხილეთ მითითებულ ბმულზე https://shorturl.at/uLm4U
შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38 [1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17ივლისისა.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისა ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51", - აღნიშნულია განცხადებაში.