თურქეთში, იზმირის პროვინციაში უკვე მე-8 დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია 2 ადამიანი. ხანძრის ახალი კერა ანტალიის კურორტულ პროვინციასა და სტამბოლის მახლობლად, ტყიან ადგილებშიც გაჩნდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე დაზიანებულია 200-ზე მეტი სახლი.
კვირის დასაწყისში უკვე განხორციელდა 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯგუფმა „ცეცხლის შვილებმა“ აიღეს, რომლებიც აცხადებენ რომ კავშირი აქვთ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“.