უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

04 ივლისი 2025, 19:59 92 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, აღნიშნა, რომ მადლიერია გაწეული მხარდაჭერისთვის, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა.

ზელენსკის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან სასარგებლო საუბარი ჰქონდა. განიხილეს რუსეთის საჰაერო დარტყმები და ფრონტზე არსებული ვითარება.

ასევე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცის დაცვის გასაძლიერებლად იმუშავებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი