ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი. დაშავებულთა რიცხვი 260-მდეა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.