"ჰამასმა" ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარი გადასცა

03 ნოემბერი 2025, 09:20 104 ნახვა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. მათივე ცნობით, ამჟამად ცხედრები თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის არიან გადასვენებული.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლების ცხედრებია, „ჰამასს“ რვა დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე