პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მძარცველებს ადგილზე დარჩათ ხელსაწყოები და სხვა პირადი ნივთები, საიდანაც პოლიციამ დნმ-ის კვალი და ანაბეჭდების ნიმუშები ამოიღო.
პარიზის სასამართლომ ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა. ეჭვმიტანილები დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებენ.
ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი.