აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
„თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვერ გიპასუხებთ, სამართალდამცავებს უნდა მიმართოთ. ახლა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მივიდა. საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.