ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის

09 ივლისი 2025, 10:01 75 ნახვა

ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის ბათუმში გაიმართა. სპორტის ეს სახეობა მამაკაცთა ძალის დემონსტრირებას გულისხმობს. შეჯიბრებაში ევროპის 11 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტსმენებმა ორ წონით კატეგორიაში (105 და +105კგ) და სთრონგმენის 5 სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზეს.

105 წონით კატეგორიაში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ქართველი თორნიკე ხუციშვილი, მესამე ადგილზე კი უკრაინელი გავიდა.  

105 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ქართველმა ნიკა ლეკაიძემ დაიკავა.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში