პროექტ ,,ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025"-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კონცერტს სახელწოდებით „რაც დარჩა სათქმელი“ მუსიკალურად აფორმებდა დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი იყო.
მონაწილეობდნენ მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე.
პროექტ „ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქის“ ფარგლებში კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები წლის ბოლომდე ჩატარდება.