აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელად ლაშა მიქელაძე დაინიშნა. იგი მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა.
ლაშა მიქელაძე 2022 წლიდან დღემდე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.