საკონსტიტუციო სარჩელი

27 ნოემბერი 2025, 14:19 103 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც სამართალდამცავის მიმართ მოქალაქის სიტყვიერი თხოვნა ან პროტესტი, მიჩნეულია სამართალდარღვევად.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. მოსარჩელის განმარტებით,  ეს  ჩანაწერი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ მოქმედი ნორმების  თანახმად,  დაუმორჩილებლობად შეიძლება ჩაითვალოს უბრალო სიტყვიერი თხოვნაც ან პროტესტი პოლიციელის მიმართ და ამის საფუძველზე შესაძლებელია მოქალაქის დაკავება ადმინისტრაციული წესით. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი