საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება, დღეს მოსამართლეები 54 პირის საქმეს განიხილავს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 40-მდე პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში გამოყენებას შუამდგომლობდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ადვოკატები ასევე ბრალდებულების მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებასაც შუამდგომლობდნენ.
მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ შეფარებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
