ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი - ცოტნე ანანიძე

12 ივლისი 2025, 14:04 423 ნახვა

ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი, - აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში, ბათუმში, "ქართული ოცნების" ოფისზე ადგილობრივი პოლიტიკოსების ფოტოების გაკვრას ეხმაურება.

"ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი, მერაბიშვილის "ორი გვამის პოლიტიკა“ არ იცვლება!", - წერს ცოტნე ანანიძე.

ვინ არის შემდეგი მსხვერპლი? - შენ?, - ამ წარწერებით, ბათუმში "ქართული ოცნების" ოფისზე ადგილობრივი პოლიტიკოსების ფოტოები გააკრეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში