აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალ ტრამპის მიმართ წარმოებულ საქმეებზე მუშაობდნენ. „სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პროკურორები, იურისტების ასისტენტები და სხვა პერსონალი, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობების გამოძიებაზე. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჯამში 35-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა და როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ კიდევ 15 ადამიანს გაათავისუფლებენ.