2 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ასეთია თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ფასადის ნგრევის შედეგი. მომხდარის შემდეგ დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია გუშინ გვიან ღამით დასრულდა. ავარიული შენობიდან, სადაც სახლის პარაპეტი ჩამოინგრა, უსაფრთხოების მიზნით მობინადრეები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, გამოძიება სწორედ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა დაწყებული.